четверг, 15 декабря 2011 г.

 სვანეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს. ისტორიულ სვანეთში შედიოდა აგრეთვე ე. წ. აფხაზეთის სვანეთი (მდინარე კოდორის ზედა ნაწილი), სამეგრელოს, ზემო რაჭისა და ლეჩხუმის მოსაზღვრე რეგიონები.
ადრინდელ საუკუნეებში სვანეთი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო, შემდეგ ეგრისის სამეფოსი. XI-XVსაუკუნეებში ერთიანი საქართველოს საერისთავო იყო. როდესაც საქართველო დაიშალა სამეფო-სამთავროებად, სვანეთიც რამდენიმე ნაწილად გაიყო: თავისუფალ, სადადეშქელიანო და სადადიანო სვანეთად.
ამჟამად სვანეთი ორ ნაწილად იყოფა, ზემო და ქვემო სვანეთად. მათ ჰყოფს მაღალი სვანეთის ქედი ლატფარის ზეკარით. ზემო სვანეთი შეიცავს მდინარე ენგურის ხეობას სათავიდან სამეგრელოს საზღვრამდე, ხოლო ქვემო სვანეთი — ცხენისწყლის ხეობას სათავიდან მურის ხიდამდე (ქ. ცაგერის სიახლოვეს)

სვანეთშია თავმოყრილი კავკასიონის უმთავრესი მწვერვალები და უმსხვილესი მყინვარები, რომელთა ჯამური ფართი 300 კვ.კმ აღწევს და ყინულოვანი ჯავშანის სახით გვირგვინივით ადგას კავკასიონს. უმნიშვნელოვანესი მწვერვალებია: წურუნგალა (4220 მ). აილამა (4550 მ), შხარა (5068 მ), ჯანღა (5060 მ), გესტოლა (4860 მ), ტიხტინგენი (4620 მ). თეთნულდი (4860 მ), მაზერი (4010 მ), ჩათინი (4370 მ). აქვეა საქვეყნოდ ცნობილი ორთავა უშბას ციცაბო კლდოვანი მასივი (4700 მ). კავკასიონზე სირთულისა და სილამაზის ეტალონი უშბაა, ალპებში -მატერჰორნი (4478 მ).
სვანეთის კავკასიონის თხემური ნაწილის საშუალო აბსოლუტური სიმაღლე 4125 მ-ია, მაქსიმალური - 5068 (შხარა), მინიმალური - 3168 (დონღუზორუნის გადასასვლელი). კავკასიონის ამ მონაკვეთზე ოცამდე სვადასხვა სირთულის უღელტეხილია, რომლებიც ჩრდილოეთით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადადის. გადასასვლელების სიმაღლე 3160 მ-დან 3860 მ-მდე მერყეობს. ზოგიერთი მათგანი საპალნე ტრანსპორტისთვისაა განკუთვნილი, უმრავლესობა - ქვეითად მოსიარულეთათვის, ზოგი კი მხოლოდ ალპინისტებისათვისაა მისაწვდომი.
თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ზემო სვანეთი შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარისმესტიის რაიონში, ქვემო სვანეთი — რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის რაიონში. სვანეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველია, კერძოდ მათი ეთნოგრაფიული ჯგუფი — სვანები.
X-XIII საუკუნეები - საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური აღმავლობის პერიოდი - ერთიანი ქართული, მძლავრი ფეოდალური სახელმწიფოს ჩამოყალიბებით მთავრდება. სვანეთი დამოუკიდებელ მმართველობას ინარჩუნებს, მაგრამ აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის აღმშენებლობით პროცესსა და თავდაცვის სფეროში. ქვეყნის აღმავლობა სვანეთსაც შეეხო. აქ დღემდეა შემორჩენილი შეწირულობებით მდიდარი 70 ეკლესია და მრავალი საკულტო ნაგებობა, მათ შორის წარმართული ხასიათის ნიშებიც. მარტო ლატალის თემში აღწერილია 24 ეკლესია, სოფ. ადიშში – 7 და ა.შ. ძეგლთა დიდი უმრავლესობა აგებულია X-XV საუკუნეებში და დამშვენებულია საქართველოს ფეოდალური ხანისათვის დამახასიათებელი ფრესკული მხატვრობით. იფრარის, ლაგურკის (წმინდა კვირიკეს) და ნაკიფარის ეკლესიები სამეფო კარის მხატვრის, თევდორეს მიერაა მოხატული XI-XII საუკუნეების მიჯნაზე, ლატალის მაცხვარიშის ეკლესია მიქაელ მაღლაკელს დაუმშვენებია ქრისტიანული ფერწერული ნახატებით (XII ს.) და სხვა, რაც ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობაზე მიუთითებს. ეკლესიების ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობის მიერ არის აგებული და მოხატული - სოფ. უღვალის წმ. გიორგის ეკლესია ძმებს ანტონ და მიქაელ უმფრიანებს (XIV ს.) აუშენებიათ, სოფელ ლაღამის მაცხოვრის ეკლესია - შალვა ქირქიშლიანს (XV ს.), ლენჯერის მუხერის მთავარანგელოზი - იველდიანს (XV-XVI ს.ს.) და ა.შ.

კოშკი



სვანეთი რთული და მრავალფეროვანი რელიეფით გამოირჩევა, მყინვარები, ღრმად დაღარული მთათა სისტემები, ზეგნები და პლატოები ეგზოტიკურ ლანდშაფტებს წარმოქმნის, რომლებიც დამშვენებულია მდიდარი მცენარეული საფარით.
კავკასიონის ქედი საიმედოდ იცავს საქართველოს ტერიტორიას ჩრდილოეთის ცივი კლიმატის ზეგავლენისაგან, ხოლო შავი ზღვის სიახლოვე ქმნის ტენიანობის ხელსაყრელ რეჟიმს მცენარეული საფარის ფორმირებისა და ფართოდ გავრცელებისათვის. ბუნებრივი მცენარეულის სიმდიდრით, საქართველოს ტერიტორია მსოფლიოს უნიკალური, გეობოტანიკური მრავალფეროვნებით გამორჩეულ ტერიტორიათა რიცხვს მიეკუთვნება.
სვანეთში მკაფიოდაა გამოხატული მცენარეთა გავრცელების ვერტიკალური ზონალურობა. აქ ალპური სარტყელი ვრცელდება 2450-2500 მ-დან 3100-3200 მ-მდე, ტყის ზოლის ზედა საზღვარი კი 2400-2500 მ აღწევს. წიწვოვანი მცენარეების კორომები 800-900 მ-დან გვხვდება. ტყიანი სარტყლის ქვედა ნაწილში გაბატონებულია კოლხეთისათვის დამახასიათებელი რელიქტური შერეული და ფართოფოთლოვანი ტყეები, რომელთა შემადგენლობაში მთავარ სახეობებს (ედიფიკატორებს) წარმოადგენს ქართული მუხა, აღმოსავლური წიფელი, კავკასიური რცხილა, მრავლად გვხვდება კავკასიური ცაცხვი, იფანი, თელა, მთის ნეკერჩხალი, არყი, მურყანი და სხვა.
სვანეთი  საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეებისენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს. ისტორიულ სვანეთში შედიოდა აგრეთვე ე. წ. აფხაზეთის სვანეთი (მდინარე კოდორის ზედა ნაწილი), სამეგრელოს, ზემო რაჭისა და ლეჩხუმის მოსაზღვრე რეგიონები.
ადრინდელ საუკუნეებში სვანეთი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო, შემდეგ ეგრისის სამეფოსიXI-XV საუკუნეებში ერთიანი საქართველოს საერისთავო იყო. როდესაც საქართველო დაიშალა სამეფო-სამთავროებად, სვანეთიც რამდენიმე ნაწილად გაიყო: თავისუფალ, სადადეშქელიანო და სადადიანო სვანეთად.
ამჟამად სვანეთი ორ ნაწილად იყოფა, ზემო და ქვემო სვანეთად. მათ ჰყოფს მაღალი სვანეთის ქედი ლატფარის ზეკარით. ზემო სვანეთი შეიცავს მდინარე ენგურის ხეობას სათავიდან სამეგრელოს საზღვრამდე, ხოლო ქვემო სვანეთი — ცხენისწყლის ხეობას სათავიდან მურის ხიდამდე (ქ. ცაგერის სიახლოვეს).
თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ზემო სვანეთი შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის რაიონში, ქვემო სვანეთი — რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის რაიონში. სვანეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველია, კერძოდ მათი ეთნოგრაფიული ჯგუფი — სვანები